ბოლო 7 თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 10,3 მეათედი პროცენტი შეადგინა, რაც პრემიერ-მინისტრის შეფასებით უპრეცედენტოა
ბოლო 7 თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 10,3 მეათედი პროცენტი შეადგინა, რაც პრემიერ-მინისტრის შეფასებით უპრეცედენტოა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 40 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი, ფულადი გზავნილები კი 46.8 მეათედი პროცენტით. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, პრემიერის განცხადებით, გაზრდილია დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და ასევე იანვარ-ივნისში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 25 პროცენტით გაიზარდა.
