პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება. ხვალ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებს იმ პროგრესსა და რეფორმებზე, რომელზეც მთავრობა მუშაობს, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე და უკრაინის ომთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
