ევრობასკეტის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
ევრობასკეტის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა თურქეთის ნაკრები დამატებით დროში 88-83 დაამარცხეს. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო 20 ქულითა და 12 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. შეხვედრის მიმდინარეობისას ინციდენტი დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის მოხდა, რის შემდეგაც არბიტრმა ორივე მათგანი დარბაზიდან გააძევა. თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, კონფლიქტი გასახდელთანაც გაგრძელდა და ქორქმაზს სამი ქართველი კალათბურთელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის გამოც ისინი ფიბაში საჩივრის შეტანას აპირებენ. თურქების განცხადებით, თუ ქართული მხარე კამერის ჩანაწერებს მათ არ აჩვენებს, ისინი ტურნირს დატოვებენ.
