სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მაგიდის ჩოგბურთის წამახალისებელი გათამაშება მოეწყო
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მაგიდის ჩოგბურთის წამახალისებელი გათამაშება მოეწყო. გათამაშებაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ახალგაზრდული მსოფლიო თასის ტურის ეგიდით ჩატარდა, რომელიც თბილისში ფონდის სრული ფინანსური მხარდაჭერით, 19-25 სექტემბერს გაიმართება.
