ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა, სარაკეტო დარტყმები დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და მიკოლაევის დასახლებულ რაიონებზე განახორციელეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. მძიმე ბრძოლები აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე გრძელდება. უკრაინულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ დონეცკსა და ხერსონში სამი დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს.
