პროტესტი ჩეხეთში
ჩეხეთის მთავრობის, ევრო კავშირისა და ნატოს წინააღმდეგ პრაღის ცენტრში მრავალ ათასიანი აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ულტრა მემარჯვენე და რადიკალური პოლიტიკური პარტიები იყვნენ, მათ შორის კომუნისტური პარტიაც. მათი მოთხოვნით, ჩეხეთი სამხედრო კუთხით ნეიტრალური უნდა იყოს და უზრუნველყოს პირდაპირი კონტაქტები გაზის მიმწოდებლებთან, მათ შორის, რუსეთთან. აქციაში 70 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს პრორუსული ძალები უწოდა, რომლებიც ჩეხეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ.
