მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი, ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, მიწისზედა კაბელები კი მიწისქვეშ განთავსდება. ასევე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენ-შემკრები ურნები. მინდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.
