ბინები დევნილებისთვის
დევნილთა განსახლების სახელმწიფო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება. მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში, საცხოვრებელი ათას 700-ზე მეტ დევნილს გადაეცა. პროექტი შესაძლებლობას აძლევს დევნილ ოჯახებს სახლები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებთან ერთად შეიძინონ და სოფლად დაფუძნდნენ. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სოფლად სახლს, 6 ათას დევნილ ოჯახს შეუსყიდის.
