ქართული კომპანიების ხელშეწყობა საექსპორტო ბაზარზე
"იუესაიდის" სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოების „აწარმოვე საქართველოში“და სოფლის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი, ინოვაციური პროგრამა დაიწყო. პროგრამა მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდა.
