ხანძარი ყვარელსა და ლიკანში
ტყის ხანძრის მორიგი კერა. ყვარელში, შილდის ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში პრემიერ-მინისტრის დავალებით, თავდაცვის ძალები ჩაერთო. პროცესში ავიაციაც მონაწილეობს. პარალელურად, ლიკანში ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს გარკვეული კერების დამუშავება.
