"ხალხის ძალის" პოზიცია - პოლიტიკური შეფასებები
ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს - ეს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებია. მისივე განცხადებით, ის და მმართველი გუნდიდან წამოსული მისივე კოლეგები ქვეყნის ინტერესებს იცავენ და აქ კომპრომისი ვერ იქნება. პრემიერმა გუშინ ხაზგასმით მიანიშნა, რომ მწვავე და კრიტიკული კითხვები შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს აზარალებს, ქვეყნის მთავარი მიზანი კი, პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, ოთხეულის წერილების სერიას წერტილი დაუსვა, თუმცა მეორე ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
