შეფასებები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე
თუ ხალხს ეცოდინება, რომელი ინტერესების გასატარებლად და რა სქემით მუშაობს რადიკალური ოპოზიცია, უფრო გაუადვილდება ყველა მისი ნაბიჯის წაკითხვა და გაშიფვრა. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, აგენტების სია საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვეტანა. ეს არის ამონარიდი ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის სტატიიდან, სადაც ეგრეთ წოდებულ ამერიკულ აგენტურაზეა საუბარი და მასში ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სახალხო დამცველი მოხვდნენ. თემას ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ყველა სახელმწიფოს ჰყავს თავისი აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მოქალაქე მხოლოდ საქართველოს, თავის სამშობლოს უნდა ემსახურებოდეს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
