სამხედრო წვრთნები რუსეთში
რუსეთი, მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებს. სწავლებაში რუსეთის გარდა, კიდევ 14 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ჩინეთი და ინდოეთი. სამხედრო სწავლება ხმელეთზე შვიდ პოლიგონსა და ოხოტისა და იაპონიის ზღვების აკვატორიაში მიმდინარეობს. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, სწავლებაში 50 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. ბრიტანეთის დაზვერვა კი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის გამო, წვრთნებისთვის მოსკოვი მხოლოდ 15 ათასი ჯარისკაცის გამოყოფას შეძლებს.
