ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა
პრეზიდენტი, ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს. ამბობს, რომ კალანდარიშვილი პროფესიონალია, სრულყოფილად ჩაატარა არჩევნები და შეასრულა თავისი ვალდებულება. ამ შეფასების მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა არ წარუდგინა, რაც დეპუტატების ნაწილისთვის გაუგებარია.
