თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, მოსახლეობამ მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგა
აგვისტოში, იმპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ექვს მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა. მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. დაწესდება ზედა ზღვარი, რაც წამლის ფასს გააიაფებს.
