მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 სექტემბერს დასრულდება. ადგილზე მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კახა კალაძე გაეცნო.