რუსული არმია, დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს
რუსული არმია, დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს. ოკუპანტებმა ღამით სლავიანსკი დაბომბეს, სადაც ერთ ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა. ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევას განაგრძობენ უკრაინელები. ისევ რთულია ვითარება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს. ბირთვულ ობიექტზე უსაფრთხოებას საერთაშორისო ექსპერტები სწავლობენ.
