რუსეთი ნავთობი - კრემლის მუქარა
რუსეთი, იმ ქვეყნებს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტს დააწესებს, ნავთობის ექსპორტს შეუწყვეტს. პრემიერ მინისტრის მოადგილის განცხადებით, ლიმიტის დაწესება აბსურდია, რადგან ბაზარზე მსგავსი ჩარევა რყევებს გამოიწვევს. თეთრი სახლის ინფორმაციით, დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები, რუსული ნავთობის ფასზე, ლიმიტის შემოღების საკითხზე დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ.
