საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი ევროპელ პარტნიორებს ხვდებიან. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და რეკომენდაციების შესრულებაა. დღეს აუდიენცია დაგეგმილია ევროპულ საბჭოს და ევროკომისიაში. მიმდინარეობს მზადება ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომისთვის. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექვს სექტემბერს ჩავა.