პრემიერ-მინისტრმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოში ამერიკულ აგენტურას ეხება, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა სახელმწიფოს ჰყავს თავისი აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მოქალაქე მხოლოდ საქართველოს, მის სამშობლოს უნდა ემსახურებოდეს.