ბათუმში, ანრი ჯოხაძისა და ოლია პოლიაკოვას კონცერტი გაიმართება
მომღერლები ქართულ და უკრაინულ სიმღერებს სიმფონიური ორკესტრისა და ბენდის თანხლებით შეასრულებენ. ისინი მსმენელის წინაშე განახლებული მუსიკალური პროგრამით წარდგებიან. საქველმოქმედო კონცერტი ბულვარში 21 საათზე დაიწყება. ქართულ-უკრაინული მეგობრობის კიდევ ერთ მუსიკალურ ინიციატივას აჭარის მთავრობამ მხარი დაუჭირა.
