პოლონეთი, გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ტრილიონ სამი მილიარდი ევროს გადახდას ითხოვს
როგორც პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ვარშავა ამ საკითხზე ბერლინთან მოლაპარაკების გამართვას აპირებს. პოლონეთის პრემიერ მინისტრმა კი აღნიშნა, რომ კომპენსაციის გადახდის გარეშე გერმანიასთან ნორმალური ურთიერთობები ვერ დალაგდება. ბერლინში ბევრჯერ თქვეს, რომ საკითხი ამოწურულია, რადგანაც პოლონეთის სახალხო რესპუბლიკამ წელს უარი თქვა კომპენსაციის მოთხოვნაზე და შემდეგ ეს არაერთხელ დაადასტურა.
