ხონის მუნიციპალიტეტში ცხოველთა დამცველების ჩასვლას, დაპირისპირება მოჰყვა
ხონის მუნიციპალიტეტში ცხოველთა დამცველების ჩასვლას, დაპირისპირება მოჰყვა. აქტივიატების მტკიცებით, სოფელ მათხოჯში ძაღლს დაუდგენელმა მოქალაქემ, მძიმე დაზიანება მიაყენა, მეპატრონემ კი, ვეტერინართან არ გადაიყვანა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის გამოც აქტივისტებმა სოფელში აქცია გამართეს. განსხვავებული ვერსია აქვთ ადგილობრივებს. მათი თქმით ძაღლი დაკარგული იყო და სახლში დაზიანებით დაბრუნდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
