„ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“
„ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ – ასე ჰქვია ახალ დადგენილებას, რომელიც მთავრობამ ევროკავშირთან შეთანხმების ფარგლებში დაამტკიცა. პროექტის მნიშვნელობაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს დამატებითი განმარტებები გააკეთა. სააგენტოს ინფორმაციით, გარკვეული მედია საშუალებების მიერ „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცება სრულიად არა ადეკვატურად იქნა აღქმული და გააზრებული, რაც საზოგადოებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ჩრდილს აყენებს.
