დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მცირეწლოვანი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია. ასევე მძიმეა დედის მდგომარეობა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულთა ტრავმები სიცოცხლისთვის საზიანო ჯგუფს მიეკუთვნება. აფეთქების მიზეზს, გამოძიება დაადგენს, თუმცა პირველად ვერსიად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
