კახა კალაძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის "ტვ პირველსა" და ჟურნალისტ, მაია მამულაშვილს უჩივის
კალაძის, უფლებადამცველმა იმ სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლითაც საქალაქო სასამართლოს 20-ც ივნისს მიმართეს. ადვოკატის განმარტებით ტვ პირველის ეთერში წამყვანმა კალაძე 60-ი მილიონის მითვისებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, მედიაში გავრცელებული ცილისწამებლური განცხადება მიზნად ისახავდა კალაძის რეპუტაციის შელახვას. მოპასუხე მხარეს შესაგებელი სიტყვისა და ბრალის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად სამი დღე რჩება. მოთხოვნა კი როგორც დიმიტრი გაბუნია განმარტავს, მორალური ზიანისთვის 100-ი ათასი ლარია.
