ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია ვიზეარის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ კომპანია ვიზეარის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კომპანიასთან თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის ახალი ავია მიმართულებების დამატების კუთხით. ამჟამად ავია კომპანია ვიზეარი ქუთაისის აეროპორტიდან 20-ზე მეტი ევროპული მიმართულებით ოპერირებს. ერთერთი უკანასკნელი სიახლე ავია კომპანიის მხრიდან იყო პროექტი „მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 200-ი ინფლუენსერი ჩამოვიდა.
