ახალი სასწავლო წლიდან 106 სკოლა რეაბილიტირებულ შენობაში განაახლებს სწავლას
ახალი სასწავლო წლიდან 106 სკოლა რეაბილიტირებულ შენობაში განაახლებს სწავლას. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა განაცხადა. დავით ტაბიძის განმარტებით, წლის ბოლომდე კიდევ 39-ი სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდება. მუნიციპალირი განვითარების ფონდში ნორიოსა და ახალ სოფლის სკოლებზეც ისაუბრეს. მათი განმარტებით, ნორიოს სკოლის კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების გაჭიანურების გამო კონტრაქტი შეუწყდა, ახალი კომპანიის შერჩევის შემდეგ კი სკოლა მომდევნო წლის პიველ სემესტრში განაახლებს სწავლას. რაც შეეხება ახალ სოფლის სკოლას, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
