„ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების მნიშვნელობაზე სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტებას აკეთებს
„ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცების მნიშვნელობაზე სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტებას აკეთებს. სააგენტოს ინფორმაციით, გარკვეული მედია საშუალებების მიერ „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცება სრულიად არა ადეკვატურად იქნა აღქმული და გააზრებული, რაც საზოგადოებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ჩრდილს აყენებს და ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
