საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” 50 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა
რუსთავის მერის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” 50-ი ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმა. კომისიამ გადაწყვეტილება რუსთავის წყალ მომარაგების სფეროში შექმნილი მდგომარეობის განხილვის შემდეგ გამოაცხადა. ასევე ჯივიპი ვალდებულია 19-ტ სექტემბრამდე საინვესტიციო პროექტის გეგმა წარადგინოს, რომელიც წყლის მომარაგების სისტემას უფრო ქმედითს გახდის. გადაწყვეტილებით კმაყოფილია რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე. შეხვედრას “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაურის” წარმომადგენელიც ესწრებოდა.
