ვარკეთილში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა
ვარკეთილში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად გახსნა. მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და ინფორმაცია მიიღო მომხმარებელთა საჭიროებების შესახებ. ფილიალი დღეიდან ვარკეთილი, ვაზისუბნის 100-ი ათასზე მეტ მაცხოვრებელს მოემსახურება.
