კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად, დამატებით 50 ელექტრო დამტენს დაამონტაჟებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად, დამატებით 50-თ ელექტრო დამტენს დაამონტაჟებს. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 30-ი დამტენი დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე დამონტაჟდება, ხოლო 20-ი დამტენი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით.
