იუსტიციის მინისტრი მოსამართლე ბაქაქურზე
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში მოსამართლის წარსადგენად ახალი წესი გულისხმობს ღია კონკურსს, სადაც განაცხადის შეტანა ყველა მსურველს შეუძლია. მინისტრის განმარტებით, მოსამართლე ნინო ბაქაქურს არ აქვს უფლება კონკურსის სამართლიანობაზე ისაუბროს, ვინაიდან, მას ჰქონდა შესაძლებლობა კონკურსში მონაწილეობისთვის შეეტანა საბუთები, თუმცა ეს არ გააკეთა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში 2017-ი წლიდან მუშაობს.
