სააკაშვილს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება
ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს, რომ ჩაუტარდეს სააკაშვილს კომპლექსური ექსპერტიზა, გვინდა მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ განყოფილებაში შესახლების დღიდან, არაერთხელ გაეწია სამედიცინო დახმარება, მათ შორის გადაყვანილი იყო კლინიკაში. ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფოს სააკაშვილისთვის არაფერი დაუკლია.
