პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს
პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრო ბასკეტი 2022-ი“ ოფიციალურად დღეს დაიწყება. ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21-თ საათზე დაიწყება. ევრო ბასკეტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე , რიყის პარკში სპეციალური პროგრამით გახსნის ცერემონია გაიმართა. მოეწყო ფან ზონები, სადაც 7 სექტემბრის ჩათვლით, გულშემატკივრებს თამაშის ყურება დიდ ეკრანზე შეეძლებათ.
