საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა
==ამინდი-კს-რატკა== საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალ გამანაწილებელი არხები მოწესრიგდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა, დაახლოებით, 30-ი წელია არ ფუნქციონირებს.
