დიდ დიღომში ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა
დიდ დიღომში ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი ბავშვი. ექიმის განცხადებით, დედა -შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
