სოფლის მეურნეობის მინისტრმა გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა
მთავრობის გადაწყვეტილებით, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ განხორციელდება. მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და პროგრამის დეტალები გააცნო. არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
