ახალი ელჩები - პრეზიდენტის გადაწყვეტილება
პრეზიდენტმა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა, თუმცა ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი პოზიციას არ ცვლის. ძალაში რჩება მის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება. უფრო მეტიც, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად , მაშინ როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს. დავით ბაქრაძე გაეროში კახა იმნაძეს შეცვლის. იმნაძე კი დიპლომატიურ საქმიანობას, კანადაში გააგრძელებს .
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
