ბუნებრივი აირის მარაგი გერმანიაში
გერმანიის ქსელის მარეგულირებლის პრეზიდენტი ამბობს რომ ჩრდილოეთ ნაკადი ერთის გაზსადენის გათიშვისთვის გერმანია ახლა გაცილებით უკეთ მომზადებულია. მისი თქმით, გერმანიაში ბუნებრივი აირის მარაგი 85 პროცენტამდეა და მომდევნო 3 დღე რუსული გაზის გარეშე არ გაუჭირდებათ. მიულერს იმედი აქვს რომ სამი სექტემბრიდან გაზპრომი, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდებას 20 პროცენტიანი დატვირთვით მაინც აღუდგენს.
