პრემიერ-მინისტრი სომხეთის ელჩს შეხვდა
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს.
