ილია დარჩიაშვილის შეხვედრები პრაღაში
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი პრაღაში უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მინისტრმა, დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოველ კოლეგასაც შეხვდა.
