პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა წალენჯიხის მერს, ღია წერილით მიმართა
განცხადებაში წერია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. პროფკავშირი, წალენჯიხის მერს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის მიუღებელია მერის მოსაზრება, რომელიც შტატების შემცირების ხარჯზე, ბავშვთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
