ილია დარჩიაშვილი პრაღის მინისტერიალზე
საგარეო საქმეთა მინისტრი პრაღაში რამდენიმე წუთში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს დაიწყებს. დღესვე აუდიენცია დაგეგმილია უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.
