გიორგი მიქაუტაძის დუბლი
საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „მეცის“ შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძემ დუბლი პირველად შეასრულა. ლიგა ორის მეექვსე ტურში „მეცმა“ სტუმრად „როდეზი“ 4-1 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა კი ორი გოლის გატანის გარდა, ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ექვსი ტურის შემდეგ მიქაუტაძის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე პასია.
