91 წლის ასაკში მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. გორბაჩოვი საბჭოთა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარე იყო. ის იყო საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტიც.
