კახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, კახეთის ახალი რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა. კახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. გიორგი ალადაშვილს განათლება მიღებული აქვს როგორც ევროპაში ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. გიორგი ალადაშვილი სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
