პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, წალენჯიხის მერს, წერილით მიმართავს
განცხადებაში წერია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. პროფკავშირები, წალენჯიხის მერს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის მიუღებელია მერის მოსაზრება, რომელიც შტატების შემცირების ხარჯზე, ბავშვთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მომსახურე პერსონალის რაოდენობა კანონით განსაზღვრულია, ბავშვთა რაოდენობათა თანაფარდობის პრინციპით. ბაღების თანამშრომლები კი აქციებს აანონსებენ.
