შემოსავლების სამსახური უკრაინელი მებაჟეების შვილებს მასპინძლობს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მებაჟე ოფიცრების შვილებს მასპინძლობს. უკრაინელი ბავშვების საქართველოში დასვენების პროგრამა შემოსავლების სამსახურის ჩართულობით და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით განხორციელდა. ბავშვები უკვე იმყოფებოდნენ მთაწმინდის პარკში, ასევე „ასტრა პარკში“ და მონაწილეობა მიიღეს რბოლაში.
