ომბუდსმენის შერჩევა
ევროპულ რეკომენდაციებზე მუშაობა პარლამენტში გრძელდება. მმართველი გუნდი დღეს მესამე სექტორს შეხვდება. მსჯელობა ევროკომისიის რეკომენდაციების მეთორმეტე პუნქტზე გაიმართება, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას ეხება. რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა მიენიჭოს და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ. ასევე დაცული უნდა იყოს ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
